თეგი: ჯეკ მა

Financial Times: Alibaba-ს დამფუძნებელმა ჯეკ მამ ჩინეთი დატოვა

Alibaba-ს დამფუძნებელმა, მილიარდერმა ჯეკ მამ ჩინეთი დატოვა და თითქმის ნახევარი წელია ტოკიოში ცხოვრობს. ამის შესახებ Financial Times-ი ერთ დროს უმდიდრესი ბიზნესმენის ადგილსამყოფელის შესახებ, წყაროებზე დაყრდნობით იუწყება. გაზეთი წერს, რომ ჯეკ მამ ჩინეთი „ქვეყნის ტექნოლოგიურ სექტორსა და მის ყველაზე გავლენიან ბიზნესმენებზე პეკინის მუდმივი ზეწოლის ფონზე“ დატოვა. წყაროების თქმით, მა იაპონიაში ოჯახთან, პირად შეფთან და მცველებთან ერთად გაემგზავრა. გაზეთი წერს, რომ ბიზნესმენი დაბალ პროფილს ინარჩუნებს, დადის ტოკიოში კერძო კლუბებში, და „დროის გასატარებლად“ აკვარელში ხატვა დაიწყო. FT-ის ცნობით, მა სტუმრობს ტოკიოს ცხელ წყაროებსა და სათხილამურო კურორტებს და რეგულარულად მოგზაურობს აშშ-სა და ისრაელში. ჯეკ მამ დიდწილად შეწყვიტა საზოგადოებაში გამოჩენა მას შემდეგ, რაც შანხაიში 2020 წლის ოქტომბერში გამართულ კონფერენციაზე, ჩინეთის რეგულატორები გააკრიტიკა და სახელმწიფო ბანკები „ლომბარდის მენტალიტეტში“ დაადანაშაულა. ამის შემდეგ ჩინელმა ფინანსურმა მარეგულირებლებმა მა გასაუბრებაზე დაიბარეს. 2021 წელს ჩინეთის ხელისუფლებამ Alibaba, ანტიმონოპოლიური დარღვევისთვის რეკორდული $2,8 მილიარდით დააჯარიმა.   

ჯეკ მამ Ant Group-ზე კონტროლი დაკარგა

Ant Group-ის დამფუძნებელი ჯეკ მა ჩინურ ფინანსურ ტექნოლოგიურ გიგანტის  საკონტროლო უფლებებზე უარს ამბობს.  კომპანია ათ ადამიანს, მათ შორის დამფუძნებელს, მენეჯმენტსა და პერსონალს, მისცემს დამოუკიდებელი ხმის მიცემის უფლებას, რაც ფაქტობრივად ართმევს ჯეკ მას კონტროლს Ant Group-ზე. 2020 წლის ოქტომბერში მამ ისაუბრა შანხაის ფორუმზე, სადაც ჩინეთის ხელისუფლება ფინანსური რეგულირების სფეროს მართვაში გააკრიტიკა. რამდენიმე დღის შემდეგ, ჩინეთის ხელისუფლებამ გააუქმა Ant Group-ის მოსალოდნელი $37 მილიარდი IPO. ამის შემდეგ Alibaba ანტიმონოპოლიური დარღვევისთვის, რეკორდული თანხით $2,8 მილიარდით დაჯარიმდა.